სიახლეები და ღონისძიებები

ცვალებადი ნიშნების მე-2 სეზონი!

ცვალებადი ნიშნების მე-2 სეზონი!

ორშაბათი, 08 იანვარი, 2024

აჩვენე კალენდარზე

,,ცვალებადი ნიშნები” ყველა ძირითადი მაჩვენებლით 2023 წლის მთავარი პროექტია და ვფიქრობთ, რომ წელსაც ამ ადგილს ვერავის დავუთმობთ... 

რადგან ამის თქმის საფუძველს, რეკორდულად მოკლე დროში მიღწეული წარმოუდგენელი შედეგები გვაძლევს...

Cavea+-სა და GAU-ს პარტნირობით შექმნილმა უკვე ჰიტად ქცეულმა სერიალმა ახალი სიტყვა თქვა არამარტო ქართულ კინოინდუსტრიაში, არამედ საგანმანათლებლო სფეროშიც.

სერიალი თიბისის ბიზნეს დაჯილდოების 2023 წლის საუკეთესო პროდუქტის ნომინაციაზეა წარდგენილი, ფინალისტების ლისტში.

Google-ის 2023 წლის ყველაზე მზარდი საძიებო ტერმინების ოთხეულის ერთ-ერთი ლიდერია.

ფილიპ კოტლერის „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემის ერთ-ერთი მთავარი ქეისია საქართველოდან, რომელსაც მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის მარკეტერები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები გაეცნობიან.

ცვალებადმა ნიშნებმა ასევე უმოკლეს დროში ციფრული პლატფორმების ყველა რეკორდი მოხსნა: 

  • TOP ყველაზე ნახვადი სერიალის სტატუსი;
  • რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია;
  • სოც.ქსელების წამყვან პლატფორმებზე ყველაზე განხილვადი პროექტი;
  • Tiktok-ზე 45 მილიონამდე ნახვა სერიალის კონტენტს
  • Facebook-სა და Instagram-ზე 15 მილიონამდე;
  • Cavea+-ზე ყველა სერიას 3 მილიონამდე ნახვა;

გაგრძელება იქნება კიდევ უფრო მასშტაბური, კიდევ უფრო საინტერესო...

თავისუფალი თაობის ცხოვრება, გამოწვევები და დილემები, ძიება საკუთარი თავის და გამოსავლის შექმნილი კრიზისებიდან,  ტრანსფორმაცია და გადაწყვეტილებები, რომლებიც ქმნიან თაობათა ცხოვრებას.

დაგველოდეთ, ჩვენ 25 იანვარს ვბრუნდებით, მხოლოდ და მხოლოდ Cavea+-ზე

მალე ციფრული სამყარო ცვალებადი ნიშნების ფერებით აფეთქდება…

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა